სასწავლო პროცესის ავტომატიზაცია
სასწავლო პროცესის ავტომატიზაცია
თანამედროვე განათლება წარმოუდგენელია ტექნოლოგიური მხარდაჭერის გარეშე. ჩვენი გუნდი გთავაზობთ სასწავლო პროცესის ავტომატიზაციას, რაც გულისხმობს თანამედროვე LMS (Learning Management System) სისტემების დანერგვას, რაც ამარტივებს ცოდნის გადაცემას, ტესტირებასა და ადმინისტრირების პროცესს.
ჩვენი გადაწყვეტილებები იდეალურია უნივერსიტეტებისთვის, სკოლებისთვის, სასწავლო ცენტრებისა და კორპორატიული ტრენინგებისთვის:
- LMS პლატფორმების შექმნა: პერსონალიზებული გარემო ლექტორებისა და სტუდენტებისთვის, სადაც სასწავლო მასალები ხელმისაწვდომია 24/7-ზე.
- ონლაინ ტესტირება და შეფასება: ავტომატიზებული საგამოცდო სისტემები, დროის კონტროლით, კითხვების რანდომიზაციითა და მყისიერი შედეგებით.
- ვირტუალური საკლასო ოთახები: ვიდეო კონფერენციების (Zoom, Google Meet, Teams) ინტეგრაცია პირდაპირი ტრანსლაციებისა და ლექციებისთვის.
- პროგრესის მონიტორინგი: დეტალური ანალიტიკა სტუდენტების დასწრებაზე, აკადემიურ მოსწრებაზე და აქტივობაზე.
- სერტიფიცირების სისტემა: კურსის დასრულების შემდეგ ციფრული სერტიფიკატების ავტომატური გენერირება.
- კორპორატიული სწავლება: შიდა სისტემები თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ტესტირებისთვის.
ჩვენი სისტემები მორგებულია ნებისმიერ მოწყობილობაზე, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ისწავლოს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.