ონლაინ შოპინგის რევოლუცია – პირველი გაყიდვა ინტერნეტში

ონლაინ შოპინგის რევოლუცია – პირველი გაყიდვა ინტერნეტში
ონლაინ შოპინგის რევოლუცია – პირველი გაყიდვა ინტერნეტში

იცოდით, რომ პირველი ნამდვილი ონლაინ ტრანზაქცია 1994 წელს განხორციელდა? ეს არ ყოფილა Amazon ან eBay. პლატფორმაზე NetMarket ვიღაცამ მეგობრისგან Sting-ის ალბომი "Ten Summoner's Tales" 12.48 დოლარად იყიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საკრედიტო ბარათის მონაცემები ინტერნეტში უსაფრთხოდ (დაშიფრულად) გადაიცვალა.

დღეს ონლაინ მაღაზიის შექმნა გაცილებით რთულ და დახვეწილ პროცესებს მოიცავს. თანამედროვე პლატფორმები წარმოუდგენელია ონლაინ გადახდისა და განვადების ინტეგრაციის გარეშე. თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის თუ Stripe-ის სისტემები საშუალებას გაძლევთ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მიიღოთ შეკვეთა წამებში. პირველი გაყიდული CD-დან დღევანდელ გიგანტურ მარკეტპლეისებამდე, ონლაინ ვაჭრობამ ბიზნესის კეთების წესები სამუდამოდ შეცვალა.