როგორ იბადება აპლიკაცია? იდეიდან App Store-მდე გავლილი ეტაპები
როგორ იბადება აპლიკაცია? იდეიდან App Store-მდე გავლილი ეტაპები
ბევრს ჰგონია, რომ აპლიკაციების დამზადება მხოლოდ კოდის წერაა. სინამდვილეში, კოდი პროცესის მხოლოდ შუა ნაწილია. წარმატებული ციფრული პროდუქტი გადის რთულ, მაგრამ საინტერესო გზას, სანამ ის მომხმარებლის ტელეფონში მოხვდება.
ეტაპი 1: კვლევა და სტრატეგია (Discovery Phase)
ყველაფერი იწყება კითხვით: "რა პრობლემას ჭრის ეს აპლიკაცია?"
-
ბაზრის ანალიზი: ვინ არიან კონკურენტები?
-
მიზნობრივი აუდიტორია: ვინ გამოიყენებს მას?
-
ტექნიკური დავალება (BRD): ვადგენთ ფუნქციონალის ზუსტ ჩამონათვალს.
ეტაპი 2: UI/UX დიზაინი (პროტოტიპირება)
სანამ საიტების შექმნას ან აპლიკაციის დეველოპმენტს დავიწყებთ, ვქმნით "ჩონჩხს" (Wireframes) და შემდეგ ვიზუალურ დიზაინს.
-
UX (User Experience): ვგეგმავთ, რამდენად მარტივი და ინტუიციური იქნება ნავიგაცია.
-
UI (User Interface): აქ იქმნება აპლიკაციის "სახე" — ფერები, ფონტები და ღილაკები.
ეტაპი 3: დეველოპმენტი (კოდის წერა)
ეს არის ეტაპი, სადაც იდეა ხორცს ისხამს.
-
Frontend: რასაც მომხმარებელი ხედავს და ეხება.
-
Backend: აპლიკაციის "ტვინი", სადაც მონაცემები ინახება და მუშავდება.
-
AI ინტეგრაცია: თუ პროექტს სჭირდება ჭკვიანი ალგორითმები, სწორედ ამ ეტაპზე ხდება მათი დანერგვა.
ეტაპი 4: ტესტირება და უსაფრთხოება
ჩვენ არასოდეს ვუშვებთ პროდუქტს საფუძვლიანი შემოწმების გარეშე.
-
QA ტესტირება: ვეძებთ ხარვეზებს (Bugs).
-
პენტესტირება: აპლიკაცია გადის შეღწევადობის ტესტს. კიბერ უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია, რათა მომხმარებლის მონაცემები იყოს დაცული.
ეტაპი 5: გაშვება (Deployment)
App Store-სა და Google Play-ზე მოხვედრას თავისი წესები აქვს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ აპლიკაციამ გაიაროს ყველა რეგულაცია და წარმატებით "დაიჰოსტოს".