TSU
MosaicaPlus
TkGtoup
Tsignieri
Zugdidi Gov
სერვისები
ჩვენი კომპანია გთავაზობთ სრულ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ციფრული ზრდისთვის: დახვეწილი საიტების შექმნიდან და ფუნქციური მობილური აპლიკაციების დეველოპმენტიდან, პროცესების ავტომატიზაციამდე.
ჩვენი გუნდი სპეციალიზდება ისეთ ინოვაციურ მიმართულებებში, როგორიცაა AI ინტეგრაცია, UX/UI დიზაინი და ქართული ხმის ტექნოლოგიები. სტრატეგიული მიდგომითა და სოციალური მედიის ბრენდინგით, ჩვენ ვქმნით მყარ ციფრულ საყრდენს, რომელიც თქვენს ბიზნესს თანამედროვე ბაზარზე ლიდერის პოზიციას დაუმკვიდრებს.
ნამუშევრები
გაეცანით ჩვენს პორტფოლიოს: ინოვაციური ვებ-პლატფორმები, ფუნქციური iOS/Android აპლიკაციები და მასშტაბირებადი ბიზნეს სისტემები. თითოეული პროექტი შექმნილია მაღალი ხარისხის სტანდარტებისა და SEO ოპტიმიზაციის გათვალისწინებით.
ბლოგი
გაეცანით სიახლეებს ტექნოლოგიების სამყაროდან. ჩვენს ბლოგზე იპოვით საინტერესო სტატიებს ვებ-საიტებისა და აპლიკაციების დეველოპმენტზე, სისტემურ პროგრამირებაზე, კიბერუსაფრთხოებასა და ხელოვნურ ინტელექტზე.
ყველას ნახვახშირად დასმული კითხვები
საიტის გაშვების შემდეგ ძირითადი ხარჯი უკავშირდება ორ პუნქტს:
- ჰოსტინგი (სივრცე, სადაც საიტი ფიზიკურად განთავსდება).
- დომენი (თქვენი საიტის მისამართი, მაგალითად: www.თქვენიბრენდი.ge). ეს არის წლიური გადასახადი, რომელიც აუცილებელია საიტის უწყვეტი მუშაობისთვის.
ჩვენ არ ვწყვეტთ თქვენთან თანამშრომლობას პროექტის ჩაბარების შემდეგ. ჩვენი გუნდი სრულიად უფასოდ უზრუნველყოფს ჩვენ მიერ დამზადებული საიტების სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას. ეს მოიცავს:
- ბაგების (ხარვეზების) აღმოფხვრას.
- ჰოსტინგის შეცვლას (საჭიროების შემთხვევაში).
- სატელეფონო და წერილობით კონსულტაციას ნებისმიერ დროს.
საიტის დამზადების ღირებულება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებზე. ფასი განისაზღვრება პროექტის სირთულის, ფუნქციონალის (მაგ: ონლაინ მაღაზია, ჯავშნის სისტემა, AI ინტეგრაცია) და დიზაინის მიხედვით. ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ ოპტიმალური ფასი, რომელიც სრულად პასუხობს თქვენი ბიზნესის მიზნებს.
ზოგადი ფასები იხილეთ აქ: ფასები

